|
2017-12-27 12:49:11, 1793 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ არასრულწლოვანთა შორის ძალადობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციის საკითხი სახელმწიფო პატრონაჟის ქვეშ მოექცევა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისათვის, რომ არასრულწლოვანთა შორის ძალადობა მინიმუმადე იქნას დაყვანილი. „ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელეთ, ჩვენი ინიცირებით. დარწმუნებული ვარ, რომ კომპლექსურად, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ მასობრივი სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების კონტექსტშიც და მთლიანად საზოგადოების ჩართულობის კონტექსტში, არასრულწლოვანთა დანაშაული შევამციროთ და ძალადობა არასრულწლოვანთა შორის მინიმუმამდე იყოს დაყვანილი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა. ამასთან, პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ რეფორმებზეც ისაუბრა. “საპატრულო პოლიციაც გახდება უფრო მოქნილი და მოდერნიზებული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება. 2017 წლის განმავლობაში ჩვენ „ევროპოლთან“ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)