|
2015-05-11 12:34:16, 372 ნახვა
პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა 50%-სთვის მოსალოდნელია, რომ უახლოეს ორ წელიწადში საქართველოზე რუსეთის გავლენა გაიზრდება
NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 50% ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსეთს საქართველოზე გარკვეული გავლენა აქვს. 30% თვლის, რომ რუსეთს საქართველოზე ძალიან დიდი გავლენა აქვს, 11% მიიჩნევს, რომ რუსეთს საერთოდ არ აქვს გავლენა საქართველოზე, 8%-მა კი, არ იცის. კითხვაზე - რამდენად მოსალოდნელია, რომ უახლოეს ორ წელიწადში რუსეთის გავლენა საქართველოზე გაიზარდოს, გამოკითხულთა 50%-მა უპასუხა, რომ მოსალოდნელია, 14% თვლის, რომ არ არის მოსალოდნელი, 5% თვლის, რომ სრულიად მოსალოდნელია, 2%-ს აზრით, საერთოდ არ არის მოსალოდნელი, გამოკითხულთა 29%-მა კი, არ იცის. გამოკითხულთა 80%-დან, ვინც თვლის, რომ რუსეთს საქართველოზე გავლენა აქვს, 76%-ის აზრით, ეს გავლენა უარყოფითი იქნება, 12%-ის აზრით დადებითი, ასევე 12%-მა არ იცის, 1%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)