|
2017-12-25 18:54:36, 970 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდში პოეტ ზვიად რატიანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პოეტ ზვიად რატიანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ადგილობრივმა პოეტებმა, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა რატიანის დაკავების დროს მის მიმართ პოლიციის მიერ ძალის გამოყენების ფაქტი გააპროტესტეს და დამნაშავე პოლიციელების დასჯა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე ტრანსპარანტები მიიტანეს, წარწერებით: „არა ძალადობას“, „სოლიდარობა ზვიად რატიანს“ პოეტ ნიკა ლაშხიას განცხადებით, ისინი ზვიად რატიანის პარალელურად სოლიდარობას უცხადებენ სამართალდამცავების მიერ ჩაგრულ ყველა ადამიანს. „დღეს იყო მშვიდობიანი აქცია, სადაც სოლიდარობა გამოვუცხადეთ პოეტ ზვიად რატიანდ და ყველა იმ ჩაგრულ ადამიანს, მოვითხოვეთ იმ დანარჩენი შვიდი პოლიციელის დარსჯა ვინც ხელკეტებს ურტყამდა ზვიად რატიანს, დავგმეთ ძალოადობა და ავღნიშნეთ, რომ ძალადობის ენაზე საუბრით ქვეყანას რეგრესისკენ წავიყვანთ“, – განაცხადა ნიკა ლაშხიამ. სამართალდამცავებმა პოეტი ზვიად რატიანი 23 დეკემბერს ღამით, თბილისში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. რატიანი, რომელიც 24 დეკემბერს გათავისუფლდა, სამართალდამცავებს ცემაში ადანაშაულებს. პოლიციელების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს პროკურატურა იძიებს. დღეს პოეტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისმა ადვოკატმა, ანი ნასრაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ზვიად რატიანს ტვინის შერყევა აქვს და სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, ზვიად რატიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 25 დეკემბერს დანიშნული სხდომა გადადებულიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა 17 იანვარს დანიშნა.
ფოტო - რადიო "ათინათი"
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)