|
2017-12-25 17:23:55, 1828 ნახვა
სამართალი
ნათია მეზვრიშვილი პოლიციის დისკრედიტაციის შესაძლო მცდელობაზე საუბრობს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საპოლიციო კონტროლის ჩატარებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მეზვრიშვილმა „მაესტროს“ ეთერში საპოლიციო კონტროლის საჭიროებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით კანონის ფარგლებს არ გასცდენიან. ამასთან, მეზვრიშვილის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კახეთში ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება პოლიციის მოქმედებებმა გამოიწვია, სიმართლეს არ შეესაბამება. შს მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ქმედებები პოლიციის დისკრედიტაციის მიზანს ემსახურებოდეს: „ ნათია მეზვრიშვილი საპოლიციო კონტროლის საჭიროებაზე და მეთოდებზე ჩვენ ორი მიმართულებით ვიმუშავეთ, აბსოლუტურად კანონის ჩარჩოებში ვიყავით მოქცეულები. პოლიციის შესახებ კანონში პირდაპირ არის გაწერილი დეტალური საფუძვლები, რა შემთხვევაში ტარდება საპოლიციო კონტროლი. ამავე კანონში პირდაპირ წერია, რომ თუ არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგეგმება გარკვეული დანაშაულები, რაშიც მონაწილეობა შესაძლოა გარკვეულმა პირებმა მიიღონ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, სრული საფუძველი აქვს სამართალდამცველ ორგანოს, რომ საპოლიციო კონტროლი განახორციელოს. საპოლიციო კონტროლი გულისხმობს გარეგნულ შემოწმებას, გარეგნულ დათვალიერებას მათ შორის ავტომანქანების შემთხვევაშიც. ჩვენ კანონის ფარგლებს არც ერთ შემთხვევაში არ გავცდენილვართ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გაიჩხრიკა რამდენიმე ბინა. კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების მიხედით და აქაც სრულიად კანონის დაცვით ვმოქმედებდით. ამიტომ გარკვეული სპეკულაციები, მაგალითად კახეთში მომხდარ ინციდენტზე, თითქოს ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება პოლიციის მოქმედებებმა გამოიწვია - არ შეესაბამება სიმართლეს და ალბათ პოლიციის დისკრედიტაციის მიზნებს ემსახურება“,-აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)