|
2017-12-25 15:34:20, 1930 ნახვა
კომენტარი
პრემიერი ილია მეორეს: თქვენი პატრიარქობა ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ღვთის მადლია
თქვენი პატრიარქობა, სულიერების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ღვთის მადლია, ხოლო საერო თვალსაზრისით, არის ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს სვეტიცხოველში, სადაც საზეიმო ლიტურგია ჩატარდა. პრემიერმა პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა: „თქვენო უწმინდესობავ, 40 წლის იუბილე, ჩვენთვის უდიდესი დღესასწაულია. მინდა მთელი სულითა და გულით მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. თქვენი პატრიარქობა, სულიერების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ღვთის მადლია, ხოლო საერო თვალსაზრისით, არის ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა. უდიდესი მოწიწებით ვიხრი ქედს თქვენი ღვაწლის წინაშე, ჩვენი ერისა და ქვეყნის წინაშე. მინდა გისურვოთ დღეგრძელობა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. თქვენი პატრიარქობის პერიოდში აღორძინდა, განახლდა და აშენდა უამრავი ტაძარი. აღდგა სამონასტრო ცხოვრება და ეს არის, პირადად თქვენი უდიდესი დამსახურება. თქვენი თითოეული ქადაგება, თქვენი შეგონება ჩვენს ერს კელაპტრად უნთია და თქვენ თქვენი პირადი მაგალითით, ყოველთვის გვაძლევთ საფუძველს და მაგალითს სათნოების, მიმტევებლობის. ეს ჩვენთვის ყველასთვის უდიდესი სიხარულის მომნიჭებელია. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ დღეგრძელობა და ჯანმრთელობა ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეკლესიის გასაძლიერებლად და მრავალჟამიერ გასამხნევებლად ჩვენი ერისა“, - მიმართა კვირიკაშვილმა პატრიარქს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)