02:13 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-10 21:39:38, 416 ნახვა

საზოგადოება
ქობულეთში, უბედური შემთხვევის ადგილზე მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

ქობულეთში, უბედური შემთხვევის ადგილზე, მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი რუსლან ქორიძე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში ქობულეთში ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და რუსთავის მერი დავით ჯიქია ჩამოვიდნენ. გუბერნატორმა და მერმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს და დაზარალებული ბავშვები მოინახულეს.

ქობულეთში სასტუმრო „არმაზში“ ხანძარი დღეს გამთენიისას გაჩნდა. ამ დროს სასტუმროში რუსთავის ქორეოგრაფული ანსამბლის 35-მდე მოცეკვავე და პედაგოგები იმყოფებოდნენ. ხანძარს 3 მოზარდის სიცოცხლე ემხვერპლა, სამაშველო სამსახურებმა გადარჩენილი ბავშვების გამოყვანა უვნებლად შეძლეს. ბავშვებს ჩაუტარდათ ფსიქოლოგების კონსულტაცია. მათი ნაწილი რუსთავში უკვე გაემგზავრა.

დაღუპული სამი ბავშვის ცხედარი ქ. რუსთავის ექსპერტეზის ბიუროში რამდენიმე საათის წინ გადაასვენეს. ცხედრების იდენტიფიცირების მიზნით აღებული იქნა დნმ-ის ანალიზი, რომელიც გადაიგზავანა ქ. თბილისში.

საჭირო ხარჯებს სახელმწიფო უწყებები დაფარავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics