|
2015-05-10 20:13:17, 426 ნახვა
საზოგადოება
უბედური შემთხვევის დროს გადარჩენილი ბავშვები საჭირო ნივთებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო
გამთენიისას, 05:00 საათზე ქობულეთში აღმაშენებლის ქ. N358-ში მდებარე სასტუმროს „არმაზი“ ხანძარი გაუჩნდა. ამ დროს სასტუმროში რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის 35 ბავშვი იმყოფებოდა, რომლებიც ბათუმში მუსიკალურ ფესტივალში მონაწილების მისაღებად ჩამოვიდნენ. სამწუხაროდ ხანძარს სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული. დანარჩენი ბავშვები ქობულეთის გამგეობამ მეზობლად მდებარე სახლში გადაიყვანა და საჭირო პირობებით უზრუნველყო. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი რუსლან ქორიძე. მთავრობის წარმომადგენლებმა მოინახულეს ბავშვები და დარწმუნდნენ, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ. ხანძრის შედეგად განადგურდა ბავშვების საყოფაცხოვრებო ნივთები, ბავშვებს ტანსაცმლითა და სხვა საჭირო ნივთებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და ქობულეთის გამგეობა უზრუნველყოფს. სასტუმროდან გამომავალი ბოლი საპატრულო ბოლიციამ პატრულირებისას შენიშნა. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ სახანძრო და სამაშველო ბრიგადები. ასევე, ქობულეთის გამგეობის პირველი პირები. აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა, პოლიციელებმა და მაშველებმა ერთობლივად, ცეცხლწაკიდებული შენობიდან 45 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. ხანძრის წარმოშობის მიზეზი არ არის ცნობილი, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა. სავარაუდოდ ხანძარი იმ ოთახში განჩნდა, სადაც 3 დაღუპული ბავშვი იმყოფებოდა.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)