05:47 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 20:00:51, 3429 ნახვა

ეკონომიკა
გვენეტაძე: საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება

 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, საქართველოს პარლამენტს 2018-2020 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარუდგინა. კობა გვენეტაძემ გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობაზე.

გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან ინდიკატორს წარმოადგენს. ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას იმგვარად წარმართავს, რომ ინფლაცია ეტაპობრივა მიუახლოვდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. 

“ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მექანიზმია ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და გულისხმობს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის გამოცხადებას და საშუალოვადიან პერიოდში ამ მაჩვენებლის მისაღწევად შესაბამისი მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრას. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ინფლაციის თარგეთირება არ გულისხმობს, რომ ინფლაცია მუდმივად მიზნობრივი მაჩვენებელის ტოლი უნდა იყოს.ინფლაცია ზოგჯერ იქნება მიზნობრივზე მაღალი, ზოგჯერ კი  მიზნობრივზე დაბალი, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ის იმოძრავებს მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics