05:57 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 19:53:10, 2214 ნახვა

სამართალი
შსს-მ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის შვილი დააკავა

შშს-მ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზურაბ ნონიაძის შვილის, მალხაზ თვაურის ნარკოტიკებზე დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მ.თ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე, მ.თ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიეთილენის პარკში შეფუთული ფხვნილი ამოიღეს. ბრალდებულმა გამოკითხვისას აღიარა, რომ ამოღებული ფხვნილი მისი კუთვნილი იყო და ნარკოტიკულ საშუალებას - ე.წ. „სირეცს“ წარმოადგენდა. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, მ.თ.-ს ნარკოტიკული საშუალებების - ოპიუმისა და ამფეტამინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics