05:47 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 16:35:02, 1959 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

უწყების ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივა განიხილეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონული ეკონომიკური პროექტების მნიშვნელობას, სამხრეთკავკასიური ლოგისტიკური დერეფნის  შესაძლებლობების  განვითარებას და აღნიშნულ დერეფანში ტვირთების დამატების შესაძლებლობას, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს წარმატებებს ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მიღწევის თვალსაზრისით.

შეხვედრის დასასრულს, კიდევ  ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და იმედი გამოითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics