17:33 - 24 May, 2026
|
2017-12-22 16:29:07, 1843 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: 6 დეპუტატს ღილაკზე ხელის მიჭერა დაეზარა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით კენჭი უყარეს საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონში ცვლილებებს. დეპუტატებმა ცვლილებები 76 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცეს. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 6 დეპუტატს ღილაკზე ხელის მიჭერა უბრალოდ დაეზარა: „არამგონია, რომ მიზეზი ყოფილიყო თავშეკავება, დაეზარათ ღილაკზე ხელის მიჭერა“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. კანონპროექტით ხორციელდება ტერმინოლოგიური ცვლილება და შესაბამის მუხლში აღინიშნება, რომ პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურება მოიცავს კანონით დადგენილ თანამდებობრივ სარგოს, პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხას, ფულად ჯილდოს და სხვა დანამატებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)