08:37 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 10:44:55, 2387 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დაუგეგმავი ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი დაუგეგმავი ვიზიტით  ავღანეთს ეწვია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.


მაიკ პენსმა სიტყვით გამოსვლისას ავღანეთში მებრძოლ ამერიკელ სამხედროებს მიმართა და უთხრა, რომ ისინი ამ ომში საბოლოო გამარჯვებამდე დარჩებიან.


„ამერიკელი სამხედროები ავღანეთში მანამდე დარჩებიან, ვიდრე ტერორიზმის საფრთხე ბოლომდე არ აღმოიფხვრება,“ –განაცხადა მაიკ პენსმა.


მედიის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ავღანეთის მთავრობის წევრებსაც შეხვდა.
აგვისტოში დონალდ ტრამპმა ავღანეთში აშშ-ის სამოქმედო გეგმის ახალი სტრატეგიის შესახებ განაცხადა. მან არ გააჟღერა ამ სტრატეგიის საომარი ასპექტები, თუმცა აღნიშნა, რომ ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო შენაერთების გამოყვანის პროცესი სწრაფად არ წარიმართებოდა. ავღანეთში ამ დროისთვის 14 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics