|
2017-12-21 17:50:23, 2002 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია: გუშინდელი ფაქტის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონტაქტი დროის ფუჭი ხარჯვაა
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ზოგიერთ ჯგუფს ჰგონია - მის არსებობას მნიშვნელობა აქვს“, - ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ გუშინ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ენმ-სთან კონტაქტი დროის ფუჭი ხარჯვაა. რეალურად, გუშინდელმა ფაქტმა დაადასტურა, რომ მათი ქმედებები აბსოლუტურად ცარიელია და მხოლოდ პროვოკაციებსა და უაზრო ჭორებზეა დაყრდნობილი. საჭიროდ არ ვთვლი, ამაზე რაიმე რეაქცია მქონდეს. ეს არის ცარიელი, ყველანაირ შინაარსს მოკლებული რეპლიკები, ჭორები და გაუგებარი ბრალდებები. ამიტომ ვთვლი, რომ დღეიდან ამ ძალასთან არ უნდა გვქონდეს კონტაქტი, ეს დროის ფუჭი ხარჯვაა“, – განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)