17:04 - 24 May, 2026
|
2017-12-21 16:44:29, 1825 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: იერუსალიმის საკითხზე გადაწყვეტილებას პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ
ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ჯანელიძე იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით გაერო-ში წარდგენილი რეზოლუციის განხილვას გამოეხმაურა. მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ საქართველო ამ საკითხზე გადაწყვეტილებას პარტნიორებთან კონსულტაციების შესაბამისად მიიღებს. „ეს გახლავთ ძალიან სენსიტიური თემა. ჩვენ ამ საკითხზე გვაქვს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ამ საკითხზე ადრე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)