|
2017-12-21 16:23:43, 1860 ნახვა
კომენტარი
მელია: მგონი მადლობა მაქვს მოსახდელი, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ცივი იარაღი არ გამოიყენა
„მგონი მადლობა მაქვს მოსახდელი, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ცივი იარაღი არ გამოიყენა“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია მასსა და პრემიერ-მინისტრს შორის გუშინდელ დაპირისპირებას. მელიას თქმით, მმართველმა გუნდმა ახალი მოცემულობა შექმნა და ისინი პროვოკაციად თვლიან ოპოზიციის მხრიდან დასმულ მწვავე კითხვებს. „მე მაპატიეთ, მაგრამ აბა რას ელოდებიან ჩემგან ან სხვა ოპოზიციური დეპუტატებისგან. ქებას დავუწყებთ და დიდებას მაშინ, როდესაც ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანას ვერ სთავაზობენ გამოსავალს, მაშინ როდესაც ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანას ვერ სთავაზობენ ქვეყნის განვითარების ვერანაირ გეგმას. იქითკენ მიჰყავთ ახლა საქმე "ქართული ოცნების" ლიდერებს და დეპუტატებს, მე მგონი მადლობა მაქვს მოსახდელი, რომ ცივი იარაღი არ გამოიყენა ბატონმა კვირიკაშვილმა. არ მაინტერესებს კვირიკაშვილი მე როგორც ადამიანი. მე მაინტერესებს კვირიკაშვილი როგორც პრემიერ-მინისტრი ადამიანი, რომელსაც ხელთ უპყრია მართვის სადავეები ამ ქვეყნისა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)