|
2017-12-21 14:38:12, 1712 ნახვა
კომენტარი
ქანთარია კვირიკაშვილს: მტრები გამოჩნდნენ, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქმე სწორად მიგყავთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია დარწმუნებულია, რომ სტრუქტურული გაერთიანების შემდეგ, ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყება. ქანთარიამ მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და პრემიერობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს სრული ნდობა გამოუცხადა: „თუ არ ვცდები, მეხუთედ მიხდება ნდობის გამოცხადება 2012 წლის შედმეგ და ყოველი ნდობის შემდეგ რაღაც გარკვეული ეტაპები იწყებოდა ხოლმე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ახლა იწყება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი სწორედ ამ სტრუქტურული გაერთიანების შემდეგ და ჩემი ნაცხოვრები წლები, მაძლევს იმის საშულებას, რომ გავიხედო-გამოვიხედო და გითხრათ, რომ თქვენ ხართ მართლაც ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი. როდესაც თქვენ თანამდებობა დაიკავეთ, არ ჩანდა, რომ მტრები გყავდათ. ახლა ისინი გამოჩნდნენ. ბევრი შხამითაც არის გავსებული და ვხედავთ ამას, რაც იმის მანიშნებელია, რომ სწორად მიგყავთ საქმე და ამ შხამს ისინი დარწმუნებული ვარ, თვითონ მოინელებენ“,-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)