|
2017-12-21 10:51:39, 2464 ნახვა
მსოფლიო
დღეს კატალონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია
კატალონიაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს არჩევნებში მონაწილე პარტიებმა სააგიტაციო მიტინგები გამართეს. სოციოლოგიური გამოკითხვებით, რეგიონის დამოუკიდებლობისა და ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენის მსურველთა რიცხვი თითქმის თანაბარია. ექსპერტების პროგნოზით, ეს პროცესი შეიძლება ისე გაჭიანურდეს, რომ მომავალ წელს რიგგარეშე არჩევნებამდეც მივიდეს. არჩევნებში შვიდი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. მათ შორის კატალონიის ყოფილი ლიდერის და ამჟამად ბელგიაში მყოფი კარლეს პუიჩდემონის პარტია. ასევე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ორიოლხუნკერასის პოლიტიკური ძალა. ფავორიტად პარტია „ მოქალაქეების“ ლიდერი ინეს არიმადისი ითვლება. მეორე ადგილზეა კატალონიის გენერალიტეტის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, რეგიონში 13 ათასი პოლიცილია მობილიზებული. უსაფრთხოებას დაიცავენ რეგიონული პოლიციის ძალები და ესპანეთის ეროვნული პოლიცია. ესპანეთის ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან დიალოგს გამართავს. “მომხრე ვარ დიალოგის, მაგრამ არა კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ. კატალონია არის ესპანეთი და კატალონია არის ევროპა“, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერმა, მარიანო რახოიმ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ რეზოლუციას მხარი 27 ოქტომბერს დაუჭირა. 2 ნოემბერს ესპანეთის სასამართლომ კატალონიის მთავრობის 8 ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალად ამბოხსა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ედებათ. 8 ნოემბერს ესპანეთის საკონსტიტიუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის მიერ 27 ოქტომბერს მიღებული დამოუკიდებლობის რეზოლუცია უკანონოდ ცნო. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთ საათში, ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე აამოქმედა. რაც ბარსელონის ხელისუფლების მადრიდზე დაქვემდებარებას და რეგიონის ავტონომიის გაუქმებას გულისხმობს.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)