|
2017-12-20 22:14:18, 1723 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: ყველანი ადამიანები ვართ, როცა გაყენებენ მძიმე შეურაცხყოფას, ძნელი მოსათმენია
„ძალიან რთული მოსათმენია, როდესაც უზრდელობის, პროვოკაციების ფონზე აპირებენ ისინი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას“, - ასე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებას. „ძალიან რთულია ემოციების გარეშე შეაფასო ასეთი მოვლენები, ისინი აგრძელებენ ნერვების მოშლას არა მხოლოდ ოპონენტების, არამედ ქართული საზოგადოების მთლიანად. რასაც აკეთებდნენ 9 წლის განმავლობაში, ცდილობენ იგივე გააკეთონ. მაგრამ ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს და ვცდილობთ შევხვდეთ ამას მეტი მოთმინებით. თუმცა, ძალიან რთული მოსათმენია, როდესაც უზრდელობის, პროვოკაციების ფონზე აპირებენ ისინი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას. ინციდენტი არ მინახავს და კონკრეტულ შეფასებას ვერ გავაკეთებ, თუმცა ყველანი ადამიანები ვართ, ყველას გვაქვს ემოცია და როცა გაყენებენ მძიმე შეურაცხყოფას, ძნელი მოსათმენია. მე ინციდენტი არ მინახავს, თუმცა ყველანი ადამიანები ვართ, გვაქვს ემოცია და როცა გაყენებენ მძიმე შეურაცხყოფას, ძნელი მოსათმენია“, - განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)