|
2017-12-20 17:35:37, 1811 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი ოპოზიციას: ნუ მისცემთ დავალებებს თქვენს ტელევიზიებს, რომ უკანასკნელი იმედი მოუკლან ადამიანებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „ოპოზიცია საკუთარ ტელევიზიებს აძლევს დავალებას, უკანასკნელი იმედი მოუკლან ადამიანებს“. კვირიკაშვილის თქმით, მედიას ადამიანების ოპტიმიზმში დიდი როლი შეაქვს. მან ოპოზიციას მოუწოდა, ტელევიზიებს დავალებები არ მისცენ: „ნუ ეტყვით თქვენს ტელევიზიებს, რომ იმედი მოუკლან ადამიანებს და ადამიანები აღარ იგრძნობენ თავს უპერსპექტივოდ და გაცილებით უფრო მეტი ოპტიმიზმი ექნებათ. თქვენს დროს, დიდი ბოდიში, მაგრამ როგორ არ გაგახსენოთ, რამდენი ტელევიზია იყო და რას გადასცემდნენ ისინი ჩვენს მოსახლეობას.როგორ ყვავდება ქვეყანა და როგორ ყველაფერი კარგად არის ქვეყანაში. სინამდვილეში რა ხდებოდა, მოგვიანებით გაიგო ხალხმა, დღევანდელ დღეს, ნუ მიცემთ დავალებებს თქვენს ტელევიზიებს, რომ უკანასკნელი იმედი მოუკლან ადამიანებს. ძალიან დიდი როლი აქვს მედიას ადამიანების ოპტიმიზმში. ფონი, რომელიც შექმნილია, დიდ როლს თამაშობს ადამიანების ოპტიმიზმის მაჩვენებელში. ისე მეკითხებით, თითქოს არ იცოდეთ ეს“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)