|
2017-12-20 16:15:38, 1594 ნახვა
კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ალბათ უფრო ხშირად ვიქნებით პარლამენტში
„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს კანონის ის ჩანაწერი წაუკითხა, სადაც საუბარია, რომ დეპუტატის მოთხოვნის შესაბამისად, მინისტრი ვალდებულია, საკანონმდებლო ორგანოში მივიდეს. ბოკერიას თქმით, მინისტრები ერთი წლის განმავლობაში, დაბარების მიუხედავად, პარლამენტში არ მისულან. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მათ არც ერთ ეტაპზე პარლამენტისადმი უპატივცემულობა არ გამოუხატავთ. პრემიერობის კანდიდატი ამბობს, რომ მინისტრები შესაძლოა, გამოძახებისთანავე პარლამენტში მისვლას ვერ ახერხებენ. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, მგრძნობიარე თემებით მანიპულირებისგან თავი შეიკავონ, რადგან იმ დროს მთავრობის წევრებმა, შესაძლოა, საჯარო განხილვას თავი შეგნებულად აარიდონ: „ჩვენ არ დაგვიფიქსირებია პარლამენტისადმი უპატივცემულობა, მინისტრთა კაბინეტის წრვრები შეიძლება გამოძახებისთანავე ვერ მობრძანდნენ ხოლმე პარლამენტში და კანონით არ არის განსაზღვრული, რა პერიოდში უნდა მოვიდნენ. ამიტომ ჩვენ არასოდეს გამოგვითქვამს უარი, რომ თქვენთან კონსტრუქციულ განხილვაში ჩავერთოთ. მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად ოპოზიცის მხრიდან ხდება ხოლმე ისეთი მგრძნობიარე თემებით მანიპულირება და პოლიტიზაცია, როდესაც სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეხება ხოლმე საქმე და ასეთი შემთხვევა არაერთი ყოფილა.არ დაგიმალავთ, ასეთ დროს, შეიძლება შეგნებულად საჯარო განხილვას თავი ავარიდოთ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მან დაადასტურა, რომ მინისტრებს პარლამენტში უფრო ხშირად ნახავენ: „საპარლამენტო რესპუბლიკაზე მთლიანად ქვეყნის გადასვლასთან ერთად თანდათანობით იცლვება კომუნიკაციის სიხშირეც და ხარისხიც. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტი თანდათან ახორციელებს და დარწმუნებული ვარ, ამას თქვენც დაინახავთ. ჩვენ ალბათ უფრო ხშირად ვიქნებით პარლამენტში უმცირესობის ფორმატშიც და უმრავლესობის ფორმატშიც. თქვენც მოგიწოდებთ, ძალიან მგრძნობიარე საკითხი როცაა და არ ღირს მანიპულირება, უფრო სახელმწიფოებრივად მიუდგეთ“, - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა ოპოზიციას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)