|
2017-12-20 15:57:09, 1402 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: ევროინტეგრაციის საკითხების საგარეო უწყებაში გადასვლა, ხაზს უსვამს საკითხის პრიორიტეტულობას
„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხების საგარეო საქმეთა სამინისტროში გადასვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი მთავრობისთვის საკითხის პრიორიტეტულობას“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესში, საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ევროინტეგრაციის საკითხები დაეკისრება არა სახელმწიფო მინისტრის აპარატს, არამედ უწყებას, რომელსაც გააჩნია ძალიან დიდი გამოცდილება, რესურსი, შესაძლებლობა და ასევე ვიცე-პრემიერის სტატუსით ხელმძღვანელობს მინისტრი. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია და ამ მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტრო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მჭიდრო კოორდინაციით თანამშრომლობდნენ, მათ შორის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი და 2017-20 წლებისთვის ასოცირების ახალი დღის წესრიგი მოლაპარაკებული და შეთანხმებული იყო სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით. ახალი დღის წესრიგი არის ბევრად უფრო ამბიციური, ვიდრე წინა და მის განხორციელებას ესაჭიროება მაქსიმალურად მაღალი დონის კოორდინაცია", - აღნიშნა ჯანელიძემ. მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი თვალსაჩინოა ბოლო წლების განმავლობაში და მოქალაქეები მას საკუთარ თავზე გრძნობენ. „ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული იყო გასული წელი. ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა დრო და ენერგია არ დაიშურა, რომ საგარეო ასპარეზზე საქართველო წარმოგვეჩინა, როგორც რეგიონული ლიდერი, რომელიც სტაბილურად და მდგრადად ვითარდება, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცულია და სადაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი გაცნობიერებულად აქვს გაკეთებული", - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ღრმა და ინტენსიური, როგორც დღეს. „ჩვენ მაქსიმალურად ავითვისეთ ის შესაძლებლობები, რასაც „აღმოსავლეთ პარტნიორობა" გვთავაზობს და შემოთავაზებული დახმარებები კონკრეტულ სარგებლად ვაქციეთ ჩვენი მოქალაქეებისათვის. ჩვენი მიზნები არის ძალიან კონკრეტული და მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები თანმიმდევრულია და მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვან წევრობას", - განაცხადა ჯანელიძემ. ამასთან, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი წარიმართება ევროინტეგრაციის კომისიის ზედამხედველობით, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. „ეს მოხდება კიდევ უფრო ეფექტური მუშაობის მეშვეობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვიცე-პრემიერის პირდაპირი ზედამხედველობით ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო სექტორის - მთლიანად საზოგადოების მხარდაჭერასა და აქტიურ ჩართულობას", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)