|
2015-05-09 15:24:27, 417 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრეზიდენტის სასახლეში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მოძრაობის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის 12 ვეტერანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ღირსების ორდენი ასევე გადაეცა პროფესორ მაყვალა ნათმელაძეს საქართველოს ისტორიის კვლევის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე მრავალრიცხოვანი ნაშრომისა და ნაყოფიერი სამეცნიერო პედაგოგიური საქმიანობისთვის. ქვეყნის პირველმა პირმა სახელმწიფო ჯილდოები ვეტერანებს პირადად გადასცა. სახელმწიფოს მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და იმ დამსახურებაზე ისაუბრა, რომელიც თითოეულ მათგანს ქვეყნის წინაშე მიუძღვის. „მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ეს არის დღე, როდესაც კაცობრიობამ ნაბიჯი წინ გადადგმა; დღე, როდესაც 70 წლის წინ ჩვენმა გმირმა წინაპრებმა სამუდამოდ დაამარცხეს ფაშიზმი. პირველ რიგში ამ დღეს ვულოცავ და ქედს ვიხრი ჩვენი ვეტერანების წინაშე. ეს ადამიანები იბრძოდნენ საკუთარი სამშობლოსა და მთელი კაცობრიობის დასაცავად. დღეს ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც შესაძლებლობა მისცა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს ეარსება როგორც ცივილიზებულ კაცობრიობას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ვეტერანებს საზეიმო სადილით გაუმასპინძლდა. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. გიორგი მარგველაშვილი იქ შეკრებილ ვეტერანებს შეხვდა და მათ ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი მიულოცა.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)