|
2017-12-19 13:49:21, 11482 ნახვა
კულტურა
SOLO გრეგორი პორტერისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტს წარმოგიდგენთ
SOLOდა Eastern Promotions, 12 იანვარს, თბილისის საკონცერტო დარბაზში წარმოგიდგენთ გრემის ჯილდოს ორგზის მფლობელი ამერიკელი ჯაზ-ვოკალისტის, გრეგორი პორტერისა და ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტს. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტი გრეგორი პორტერი, საკუთარ კვინტეტთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებს სიმღერებს ბოლო ალბომიდან „Nat King Cole & Me“. ალბომში შესულია გრეგორი პორტერის კუმირის - ლეგენდარული ამერიკელი ვოკალისტისა და ჯაზ-პიანისტის ნეტ კინგ კოულის ჰიტები. გრეგორი პორტერის უახლესი ალბომი „Nat King Cole & Me“, 2017 წლის 27 ოქტომბერს გამოვიდა. მუსიკოსმა თავისი ბოლო ნამუშევარი ლეგენდარულ მომღერალსა და პიანისტს ნეტ კინგ კოულს მიუძღვნა. პორტერთან ერთად, ალბომზე მუშაობდნენ ლონდონის სტუდიური ორკესტრი, პიანისტი კრისტიან სენდსი, ბასისტი რუბენ როჯერსი და დრამერი ულისე ოუენსი. აღსანიშნავია, რომ ალბომში შესული სიმღერების არანჟირების ავტორი გრემის 6 ჯილდოს მფლობელი ვინს მენდოზაა. დისკი აერთიანებს გრეგორი პორტერის მიერ შესრულებულ ნეტ კინგ კოულის ისეთი ლეგენდარულ სიმღერებს, როგორებიცაა “Mona Lisa,” “L-O-V-E,” “Nature Boy,” “The Christmas Song,” “Smile” და სხვა. გრეგორი პორტერი (დაბ. 4 ნოემბერი 1971 წელი) დაიბადა ლოს ანჯელესში; ჯერ კიდევ 5 წლის იყო, როცა საყვარელი მუსიკოსის - ნეტ კინგ კოულის ცნობილი სინგლი Once Upon A Time, I Had A Dreamboat“ შეასრულა და სადებიუტო ჩანაწერი სახლის პირობებში გააკეთა. ლეგენდარულმა ნეტ კინგ კოულმა, მუსიკოსის კარიერაზე, დიდი გავლენა იქონია. „ის იყო მუსიკის მეფე. მან არაჩვეულებრივი მუსიკა შექმნა, იმდენად კარგი, რომ მისი ექსტრაორდინალური ტემბრისა და სტილის მოსმენისას, რთულია, არ მოექცე გავლენის ქვეშ. ბუნებრივია, მე მუდმივად მივიწევ ჩემი შთაგონების წყაროსკენ და ჩემი ფესვებისკენ. ეს ფესვები კი, ყოველთვის იქნება დედაჩემი, გოსპელის მუსიკა და ნეტ კინგ კოული.“ - ამბობს გრეგორი პორტერი. მუსიკა, რომელსაც ხავერდოვანი, აფრო-ამერიკული ტემბრის მქონე გრეგორი პორტერი მსმენელს სთავაზობს, მრავალ ჟანრს აერთიანებს, მათ შორის - ჯაზს, ფანკს, R&B-ს, ბლუზსა და გოსპელს. გრეგორი პორტერის კარიერული წინსვლა, 2010 წელს, პირველი ალბომით, „Water“ დაიწყო. „Water“, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ამერიკის ჯაზ-ალბომების ათეულში მოწინავე ადგილებს იკავებდა. მომდევნო ალბომი - „Be Good“, მსმენელს მომღერალმა 2012 წელს წარუდგინა. პირველი გრემის ჯილდო კი, „საუკეთესო ჯაზ-ვოკალის“ კატეგორიაში, გრეგორი პორტერმა, 2012 წელს, ალბომისთვის - „Liquid Spirit“ აიღო. 2013 წელს, ჯაზ-ვოკალისტი, კიდევ ერთი გრემის მფლობელი გახდა, დისკისთვის - „Take Me to the Alley“. გრეგორი პორტერისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყება, 21 დეკემბერს, მხოლოდSOLO მომხმარებლებისთვის და ბილეთის ფასი 50 ლარიდან დაიწყება;ის, ვინც არ არის SOLO - ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება 28 დეკემბრიდან, ბილეთის ფასი 100 ლარიდან დაიწყება. ბილეთები გაიყიდება ონლაინ www.tkt.ge-სა და SOLO ლაუნჯებში. პირველ ეტაპზე, ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ექსკლუზიურად, მხოლოდ SOLO-სთვის. 28 დეკემბრიდან ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.SOLO.ge; http://facebook.com/www.SOLO.ge
(R)
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)