|
2015-05-09 15:01:38, 678 ნახვა
სამართალი
შსს საზღვრის კვეთის პროცესში ფოტოგადაღების წესის შეცვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საზღვრის კვეთის პროცესში ფოტოგადაღების წესის შეცვლასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „გვსურს ვუპასუხოთ ბოლო პერიოდში მედია საშუალებებით გავრცელებულ რამდენიმე ექსპერტის მოსაზრებას საზღვრის კვეთის პროცესში ფოტოგადაღების წესის შეცვლასთან დაკავშირებით. ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენდა. საზღვრის კვეთის დროს ფოტოსურათის გადაღება, რომელიც პერსონალური მონაცემების შეგროვების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, სტანდარტულად ხორციელდებოდა ყველა პირის მიმართ, რომელიც კვეთდა სახელმწიფო საზღვარს, ამასთან განსაზღვრული არ იყო ფოტო-გადაღების მიზანი და მონაცემთა შენახვის ვადა. ამასთანავე, ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში ხორციელდება მუდმივი ვიდეომონიტორინგი, ხოლო საპასპორტო კონტროლისას გამოიყენება პირის იდენტიფიცირების სხვადასხვა მეთოდი, მათ შორის სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დაცულ მონაცემებზე (მათ შორის ფოტო სურათზე) წვდომა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან კონსულტაციისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეცვალა არსებული პრაქტიკა: კანონმდებლობით განისაზღვრა მონაცემთა შენახვის ვადა და ის შემთხვევები, როცა პირის იდენტიფიკაციის მიზნით შესაძლებელია სხვადასხვა მოქმედების განხორციელება, მათ შორის ფოტოგადაღება და სხვა სახის ბიომეტრული მონაცემების დამუშავება. ფოტოგადაღების უკვე დღეს მოქმედი სტანდარტი, რომელიც მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ითვალისწინებს ფოტოგადაღებას, სრულად შეესაბამება პერსონალური მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას, უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავების პროპორციულობასა და ადეკვატურობას და არ აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესს. აღნიშნული ცვლილებების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტთან და პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებთან დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკომისიამ საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების ანგარიშში, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნები წარმატებით შეასრულა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)