05:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 11:05:04, 1842 ნახვა

სამართალი
შსს რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე, 5-სართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ცეცხლის ქრობის პარალელურად, ჯამში, 25-ზე მეტი ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა მოხერხდა, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნები. საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა. ძლიერი დაკვამლიანებისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 20-მდე მეხანძრე-მაშველმა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდირება უმოკლეს დროში შეძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics