05:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 10:06:20, 1786 ნახვა

სამართალი
გიორგი გახარია საფრანგეთის ელჩს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პასკალ მენიეს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარების შესახებ იმსჯელეს.

 გიორგი გახარიამ და პასკალ მენიემ დადებითად შეაფასეს პოლიციის ატაშეების მუშაობა, რამაც მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის კუთხით.

გიორგი გახარიამ პასკალ მენიეს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშე, ბრუნო ბალდუკი.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics