|
2017-12-18 17:50:41, 1444 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი „უცნობზე“: არ მომწონს მიდგომა, რომ ერთი რომელიღაც მინისტრი კარგია და სხვა არა
„მე მას ასევე ვუსმინე, დიდ პატივს ცემ, მაგრამ არ მომწონს ის მიდგომა რომ ერთი რომელიღაც მინისტრი კარგია და მთავრობის სხვა წარმომადგენელი ნაკლებად კარგი“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, თუ რომელიმე მოქალაქეს ჰგონია, რომ რაიმე პრობლემა არსებობს, ამ პრობლემის შესახებ საგამოძიებო ორგანოებს და სასამართლოს უნდა მიმართოს. „რაც შეეხება უცნობის განცხადებას, მან თქვა რომ ეს არის მოქალაქე ჟორდანიას საქმე, მთხოვა რომ სისტემის წარმომადგენლები ჟორდანიას შეხვედროდნენ, რომელსაც, 90-იანი წლებიდან მოყოლებული აქვს სახელმწიფოსთან დავა. ჩვენმა თანამშრომლებმა ბატონ ჟორდანიას მოუსმინეს და მისცეს სამართლებრივად სწორი მიმართულება, რითაც შეიძლება მან 90-იანი წლებიდან დარღვეული უფლებები აღედგინოს. სხვა რომელიმე თემაზე უცნობთან კონტაქტი არ მქონია, რაც მან ასევე დაადასტურა. მე მას ასევე ვუსმინე, დიდ პატივს ცემ, მაგრამ არ მომწონს ის მიდგომა რომ ერთი რომელიღაც მინისტრი კარგია და მთავრობის სხვა წარმომადგენელი ნაკლებად კარგია. ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ჩვენი გუნდის პრინციპი არის ერთიდაიგივე და ის, რომ კანონზე მაღლა არავინ უნდა იდგეს. თუკი რომელიმე მოქალაქეს ჰგონია, რომ რაიმე პრობლემა არსებობს, ამ პრობლემის შესახებ შეგვიძლია მივმართოთ საგამოძიებო ორგანოებს და სასამართლოს. ეს რჩევა როგორც ვიცი მან ასევე პრემიერისგანაც მიიღო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რეანომობილების შესყიდვის მიზნით ჩატარებული ტენდერიდან შპს „სიტროენ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაცია მოხდა. “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. "თუ გია გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდა, მზად ვარ, თანამდებობა დავტოვო", - განაცხადა პრემიერმა. ამ თემაზე განმარტება ჯანდაცვის სამინისტრომაც გააკეთა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აღმოჩნდა რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუთებსა და სამინისტროს მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს შორის მრავალი შეუსაბამობა იყო. „2017 წლის 7 აპრილს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) 10 ერთეული რეანომობილის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. ტენდერის გამოცხადებამდე, სამინისტრომ ჩაატარა ბაზრის კვლევა. წინადადებები დაეგზავნა საქართველოში არსებულ ყველა მსხვილ დილერს, შედგა საინფორმაციო შეხვედრები პოტენციურ მიმწოდებლებთან და მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ შედგა სატენდერო მოთხოვნები, რომელშიც გათვალისწინებული იყო ჯანსაღი კონკურენციის პირობები, რაც გულისხმობს, რომ ტენდერში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონოდა არა ერთ რომელიმე, არამედ რამდენიმე კომპანიას. ტენდერში მონაწილეობა 4-მა კომპანიამ მიიღო. შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აღმოჩნდა რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუთებსა და სამინისტროს მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს შორის მრავალი შეუსაბამობა იყო. შპს „სიტროენ ჯორჯიას“ კონტრაქტორ კომპანია „ავტოსპეცპრომს“ არ ჰქონდა წარმოების 5 წლიანი გამოცდილება; შეუსაბამობები იყო ტექნიკურ მახასიათებლებში, ვადაგასული იყო კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხარისხის სერტიფიკატიც. სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისათვის საკმარისია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებსა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს შორის თუნდაც ერთი შეუსაბამობა“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)