07:41 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-18 15:00:10, 2464 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს დაკითხვაზე განმეორებით დაიბარებს

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერ მიხეილ სააკაშვილს, გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ამის შესახებ გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი ანდრეი ლისენკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს:

„სააკაშვილის მიერ დაკითხვაზე უარის თქმის გათვალისწინებით, საგამოძიებო პროცედურული ქმედებების განსახორციელებლად პროკურორი უფლებამოსილია ეჭვმიტანილს განმეორებით გაუგზავნოს დაკითხვაზე გამოძახების ცნობა“, - განაცხადა ლისენკომ.

კიდევ ერთმა პროკურორმა ალექსანდრე გორორუშჩაკმა  News One- ის ეთერში განაცხადა, რომ სააკაშვილი ხმაზე ფონოსკოპიური გამოკვლევისთვის იყო დაბარებული. 

„დაკითხვაზე მიხეილ სააკაშვილი სასწრაფო და აუცილებელი საგამოძიებო პროცედურების  ჩასატარებლად დაიბარეს.  კერძოდ, საჭიროა  ფონოკოსკოპური გამოკვლევის ხმის ექსპერიმენტული ნიმუშების მიღება, რათა გამოძიებამ დაადასტუროს ვიდეოზე  სააკაშვილის ხმა.  მაგრამ დღეს, მიხეილ სააკაშვილმა  გამოძიება ჩაშალა, ის მხოლოდ საგუშაგოსთან მივიდა და უარი თქვა შემდგომი გამოძიების ჩატარებაში მიეღო მონაწილეობა", - განაცხადა პროკურორმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics