|
2015-05-09 10:55:14, 413 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ომი არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება კაცობრიობამ დაუშვას
„ომი არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება კაცობრიობამ დაუშვას“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, 21-ე საუკუნეში სხვა ფორმით უნდა მოხერხდეს ადამიანების ურთიერთობის გარკვევა. „მე პრაქტიკულად ყოველ წელს მოვდივარ აქ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენთვის, ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ შემთხვევაში ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც სამწუხაროდ, ისეთი პრიორიტეტია მსოფლიოსთვის დღეს, როგორც რამდენიმე ათეული წლის წინ. ომი არის ყველა დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება კაცობრიობამ, სახელმწიფოებმა დაუშვან. ხოლო 9 მაისი გვახსენებს, იმას რომ სახელმწიფოებმა ეს არასდროს არ უნდა დაუშვან და ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ადამიანები აღარ იღუპებოდნენ, 21-ე საუკუნეში სხვა ფორმით უნდა მოვახერხოთ ურთიერთობის გარკვევა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)