|
2015-05-09 10:46:37, 365 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ჩვენი ჯარის ნატოსთან თავსებადობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია
„ჩვენი ჯარის ნატოსთან თავსებადობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანას აარიდოს დიდი საფრთხე. „როგორც თავდაცვის მინისტრის რანგში, ეს არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანას ავარიდოთ მთავარი დიდი საფრთხე. ეს არის ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი. მიზანმიმართულად მოვდივართ ორწელიწადნახევარია. გარწმუნებთ, მცდელობას არ დავაკლებთ, რომ მშვიდობა შენარჩუნდეს საქართველოში. სხვა მხრივ, ბუნებრივია, ჩვენი ჯარის ნატოსთან თავსებადობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. განათლების პროგრამების შემოტანა იმისთვის, რომ უფრო მეტად მომზადებული იყოს ჩვენი ჯარი და ოფიცრობა. ჩვენი პრიორიტეტი ყოველი ჯარისკაცის უფლებებისათვის ბრძოლაა, რომ ისინი ღირსეულ პირობებში იმყოფებოდნენ, როდესაც ემსახურებიან საკუთარ სამშობლოს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)