06:53 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 15:26:15, 2749 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთში მატარებლისა და სასკოლო ავტობუსის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

საფრანგეთში მატარებლისა და სასკოლო ავტობუსის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. 

შემთხვევა ქალაქ პერპინიანში მოხდა.

მედიის ცნობით, ავტობუსში13-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.

პროკურორი აცხადებს, რომ დაღუპული და დაშავებული ბავშვების ამოცნობა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. დაშავებულთაგან ყველაზე პატარა 7 წლისაა, ყველაზე უფროსი კი 15-ის. მატარებლის მგზავრებიდან და პერსონალიდან არავინ დაშავებულა, თუმცა ბევრ მათგანს ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდათ.

თვითმხილველების თქმით, ავტობუსი გადასასვლელზე მაშინ აღმოჩნდა, როდესაც შლაგბაუმი უკვე დაშვებული იყო. ძლიერი დარტყმის შედეგად ავტობუსი 2 ნაწილად გაიყო.

შემთხვევის ადგილზე ჩავიდა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი. დაღუპულთა ოჯახებს ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც მიუსამძიმრა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics