|
2015-05-09 09:42:11, 362 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: მთავრობის ორი
მთავრობის ორი "რესპუბლიკელით" განახლების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ჩემი წინადადებით მიიღო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „მინდა შევეხო თემას, რომელიც სპეკულაციის საგანი გახდა ბოლო დროს. ათასნაირი ახსნა მოეძებნა იმ ფაქტს, რომ მთავრობაში განახლება მოხდა ორი "რესპუბლიკელის" მთავრობაში გადანაცვლებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ეს არის ჩვენი მხრიდან დამატებითი პასუხისმგებლობის აღება; ეს არის ჩვენი მხრიდან იმ პირობის გაგრძელება, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლის პირველივე დღიდან განაცხადა. მან ბრძანა, რომ ხედავდა "რესპუბლიკურ პარტიას" სტრატეგიულ პარტნიორად. ჩვენ განვაცხადეთ მზაობა სტრატეგიული პარტნიორობისთვის და ეს არის ნაბიჯი სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებით. კითხვა იმის შესახებ, თუ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება – ეს გადაწყვეტილება მიიღო ირაკლი ღარიბაშვილმა ჩემი წინადადებით. დიახ, ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე და კოალიციის ყველა პარტნიორი იყო ჩართული შემდგომ პროცესში. ჩვენ ძალიან ბევრ სხვა რამეზე ვისაუბრეთ და ეს ყველაფერი გამოჩნდება ჩვენი კოალიციის თუ მთავრობის უფრო ხმაშეწყობილი და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გადაყვანით და ეს ქვეყანას წაადგება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)