03:32 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 14:58:18, 1730 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: ვფიქრობთ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალი გვექნება

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის კონსერვატიულ მაჩვენებლებზეა დაგეგმილი.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, 2018 წლისთვის ეკონომიკური ზრდის კონსერვატიული მაჩვენებლები 4.5%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში 5%-6%-მდე იზრდება. 

„თუმცა ვფიქრობთ, რომ ჩვენს ფისკალურ პოლიტიკას კიდევ უფრო მეტი ეფექტი ექნება და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალი გვექნება. ასევე, მინდა ხაზი გავუსვათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის ფარგლებში არსებული შეთანხმების თანახმად, კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდით გამოწვეულ ჭარბ შემოსავლებს გამოვიყენეთ კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახრაძემ.

მინისტრის განმარტებით, 2018 წელს მშპ-ს დეფლატორი მომდევნო წლისთვის 3.5%-ის, ხოლო შემდგომ წლებში 3.0%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. აღნიშნულ პარამეტრებზე დაყრდნობით, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოსალოდნელი მოცულობა 2018 წელს 40.6 მილიარდი ლარს, ხოლო 2021 წლისთვის 52,1 მილიარდ ლარს შეადგენს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics