|
2015-05-08 18:18:10, 333 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისიის მიერ მოქალაქეთა უფლებებთან დაკავშირებული ნიშნულები თითქმის დაკმაყოფილებულად ითვლება
ევროკომისიამ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მესამე პროგრესული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ერთ-ერთი თავი მოქალაქეთა უფლებებს, მათ შორის უმცირესობათა დაცვას ეხება. ევროკომისია საქართველოს მოქალაქეთა უფლებებთან დაკავშირებულ ნიშნულებს დაკმაყოფილებულად უთვლის. "თანდათანობით ხდება ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ქმედითი განხორციელების განმტკიცება პრეცედენტული სამართლისა და პრეცედენტების მეშვეობით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად დისკრიმინაციასთან დაკავშირებული ცოტა საქმე თუ არის შეტანილი სასამართლოებში. ეს მოვლენები მოჰყვა ანტიდისკრიმინაციული კანონის -რომელიც ქმნის საკანონმდებლო ბაზას თანასწორობისა და დისკრიმინაციის არარსებობის უზრუნველსაყოფად - ძალაში შესვლას და მის განსახორციელებლად გატარებულ ზომებს, რომლებშიც გადამწყვეტ როლს სახალხო დამცველის აპარატი ასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)