|
2017-12-12 17:10:55, 2331 ნახვა
მსოფლიო
ირანი მუსლიმურ ქვეყნებს მოუწოდებს, ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტონ
ირანის პარლამენტმა მუსლიმურ ქვეყნებს ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტისა და აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობების მინიმუმამდე დაყვანისკენ მოუწოდა. „ჩვენ ისლამური საკონსულტაციო საბჭოს წევრები ვთხოვთ მუსლიმურ ქვეყნებს რაც შეიძლება სწრაფად გაწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთობა ისრაელთან და აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობა შეამცირონ“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ირანის პარლამენტის 235 წევრი აწერს ხელს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-მ თავისი გადაწყვეტილებით „ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი დაასამარა“. იერუსალიმი დღეს მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია. მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ის ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა რეგიონში შეტაკებები არ წყდება. ისრაელმა მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს მოუწოდა აშშ-ს მხარი აუბან და საელჩოები იერუსალიმში გადაიტანონ.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)