12:57 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 11:48:43, 1761 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ხმალაძე: მოვუწოდებთ მერიაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ბოროტად ნუ გამოიყენებენ დაკავებულ თანამდებობებს

„დედაქალაქის მთავრობა დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებს რეაგირების გარეშე არ დატოვებს“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ქრთამის აღების ფაქტზე, კრწანისის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების წამყვანი სპეციალისტის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ქრთამის აღების ფაქტზე, კრწანისის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების წამყვანი სპეციალისტის დაკავებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დედაქალაქის მთავრობა დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებს რეაგირების გარეშე არ დატოვებს და გამოძიებასთან უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად ითანამშრომლებს“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა მერიის სისტემაში დანაშაულებრივი ქმედებისა და კორუფციის ფაქტებს არ დაუშვებს და ყველა მოხელის მიმართ, ვინც არაკანონიერ ქმედებას ჩაიდენს, შესაბამის ზომებს გაატარებს.

„მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ბოროტად ნუ გამოიყენებენ დაკავებულ თანამდებობებს. ასევე, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს.  წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც დედაქალაქის მთავრობის, ასევე საგამოძიებო უწყებების მხრიდან შესაბამისი, ზომები გატარდება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics