15:42 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 15:21:22, 362 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, რეგიონში პირველად ვართ ლიდერები

პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის შეფასებისას, აუციელებლია, რეგიონში არსებული სიტუაციის ანალიზი  მოხდეს. 

როგორც ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში  2003 – 2007 წლებში მაღალი, ორნიშნა  ეკონომიკური  ზრდის მაჩვენებლები ფიქსირდებოდა, ქვეყანა რეგიონში ლიდერი არ ყოფილა.

„2003 წელს საქართველოში 11.1%, 2007 წელს კი 12.34% ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაშინ ქვეყანაშ ლიდერები არ ვყოფილვართ, რადგან ჩვენი უშუალო მეზობლების ეკონომიკური ზრდის ტემპიჩვენთან შედარებით კიდევ უფრო მეტი იყო",-აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 2013 წელს 3.3%, 2014 წელს კი 4.8% ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ქვეყანა რეგიონში ლიდერია და ეს პირველად ხდება.  

„მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს საქართველოში 3.3%, ხოლო 2014 წელს 4.8% ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, დღეს ჩვენ რეგიონში ეკონომიკის ზრდის ტემპის საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს და პირველად ვართ ლიდერი რეგიონში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რაჟდენ კუპრაშვილი კორუფციაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანის ადვოკატი იქნება
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
უკრაინის მასშტაბით ყოველდღე წუთიერი დუმილი გამოცხადდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics