12:58 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 12:38:12, 1660 ნახვა

კომენტარი
იანოშ ჰერმანი: ყველა ჩვენი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულებაზე გადავდივართ

პარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს მთავრობის რიგით მე-2 ერთობლივ კონფერენციაზე: „საქართველო ევროკავშირის ასოცირების ამოცანები"  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა.

მან საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წვლილზე ისაუბრა. ასევე, ელჩმა ყურადღება გაამახვილა  იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს მუშაობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაახლოების თვალსაზირით:

„საქართველოს ეროვნული პლატფორმის როლი, სამოქალაქო საზოგადოების როლი, თქვენი ორგანიზაციების როლი არის ფუნდამენტური მთელ ამ პროცესში. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ხალხი ძალიან ხშირად საუბრობს იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან უნდა განხორციელდეს მონიტორინგი და კონტროლი, მაგრამ მეორეს მხრივ, იმედი გვაქვს, ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ამ განხორციელებული ნაბიჯების შედეგად მივიღო მნიშვნელოვანი შედეგები ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. ჩვენ უფრო მეტად უნდა ავუხსნათ ხალხს, რა სარგებელი შეიძლება მიიღონ ამ თანამშრომლობიდან და რა საფრთხეები შეიძლება დადგეს, თუ ეს არ იქნება განხროციელებული. მეტად მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მუშაობა პრაქტიკული განხორციელების დონეზე, უნდა გავაგრძელოთ  მუშაობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომ ჩვენი ერთობლივი გადაწყევტილებები იყოს აღსრულებული და განხორციელებული.

როგორ განვავითარებთ ჩვენ სამომავლო ურთიერთობებს და თანამშრომობას, ან როგორ შეიძლება გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაახლოების თვალსაზრისით, როგორ შეიძლება რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა და თავად ასოციაცია უფრო დაიხვეწოს და ჩამოყალიბდეს, რათა უკეთესი შედეგები მივიღოთ. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ გადავდივართ ყველა ჩვენი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულებაზე და აქ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი წვლილი, რომ ერთობლივად განვიხილოთ გრძელვადიანი მომავლის მნიშვნელოვანი საკითხები“,-განაცხადა იანოშ ჰერმანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics