|
2015-05-08 14:43:07, 407 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ევროპის სამოქალაქო უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა და მისმა პირველმა მოადგილე ლევან ბუიღლიშვილმა 6-7 მაისს ბრიუსელში გამართულ ევროპის სამოქალაქო უსაფრთხოების მეხუთე ფორუმში „პარტნიორობა და ინოვაციები“ მიიღეს მონაწილეობა. შსს-ს ინფორმაციით, ფორუმი წარმოადგენს ევროპის სამოქალაქო უსაფრთხოების თემაზე ყველაზე მასშტაბურ საჯარო ღონისძიებას, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ, ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარებითა და სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის ორგანიზებით იმართება. ფორუმის ძირითადი თემები იყო: პარტნიორობა ევროპისა და გაერო-ს ორგანიზაციებთან, მსოფლიოს მასშტაბით, სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციებთან, ასევე, კერძო კომპანიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამეცნიერო ინსიტუტებთან და სხვა; ახალი ტექნოლოგიები, კვლევისა და განვითარების კავშირი, საზოგადოებისა და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობის ინოვაციური გზები. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი კონფერენციაზე, მაღალი დონის მრგვალი მაგიდის ფორმატში - „ევროკავშრის სამეზობლო ქვეყნები-ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის“, სიტყვით გამოვიდა. სააგენტოს დირექტორი და მისი მოადგილე საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრში მიწვეული იყვნენ როგორც PPRD East პროგრამის პარტნიორი ქვეყნის წამომადგენლები. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, სადაც 900-ზე მეტი მონაწილე იყო წარმოდგენილი, ღია და დახურული გამოფენები გაიმართა. ღონისძიებაზე დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმთან დაახლოების სტრატეგიული ხედვა განიხილეს, ასევე შეფასდა მიღწევები და დაისახა არსებული გამოწვევების დაძლევის გზები.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)