|
2017-12-09 10:34:36, 2313 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ნომინაციაში „წლის ქართული პროდუქტი" გამარჯვებულს პრიზი გადასცა
„ჩემთვის დიდი პატივია, გამოვავლინო გამარჯვებული ნომინაციაში „წლის ქართული პროდუქტი" იმიტომ, რომ ყველა ჩვენთაგანისთვის ქართული პროდუქტი ასოცირდება ნატურალურთან, კარგთან, ხარისხიანთან", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროექტის „ბიზნეს დაჯილდოება 2017"-ის ფინალურ ღონისძიებაზე, რომელიც „თიბისი ბანკისა" და „ჯეოსელის" ორგანიზებით წელს უკვე მეორედ გაიმართა. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ბიზნეს დაჯილდოების ორგანიზატორებს უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიებისათვის და აგრეთვე ყველა იმ მეწარმეს, რომელმაც აღნიშნულ პროექტში მიიღო მონაწილეობა. „წლის ქართულ პროდუქტად" კომპანია „კულა" დასახელდა. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანიის დამფუძნებელს და გენერალურ დირექტორს ივანე გოგლიძეს საპატიო პრიზი გადასცა. პროექტში განაცხადების მიღება 20 ივნისიდან დაიწყო და აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდა. სულ პროექტში წელს 661 კომპანია დარეგისტრირდა, მათგან ფინალისტები შემდეგ 6 ნომინაციაში დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოავლინა: "წლის ინოვაციური ბიზნესი", "წლის ტურისტული ბიზნესი", "წლის აგრობიზნესი", "წლის ქართული პროდუქტი", "წლის მცირე ბიზნესი" და „წლის ბიზნესი".
(NS)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)