|
2017-12-08 13:07:20, 2242 ნახვა
ეკონომიკა
„Gamification & Entertainment“ - 48 საათიანი ჰაკათონი ინოვაციური იდეების განხორციელებისთვის
8 დეკემბერს, 18:00 საათზე, ფაბრიკაში სტარტს აიღებს 48 საათიანი ჰაკათონი, სადაც პროგრამისტები, დიზაინერები, მარკეტერები, მეწარმეები და პროექტ-მენეჯერები განავითარებენ კრეატიულ იდეებს და შექმნიან სამუშაო პროტოტიპებს. ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად უკვე დარეგისტრირდა 100-ზე მეტი მონაწილე, რომლებიც ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავებენ როგორც ქართველ, ისე უცხოელ მენტორებთან ერთად. პროექტის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპ კულტურის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ შეიძლება მოკლე ვადებში იდეა პროტოტიპად აქციონ. Garage48-ის ადგილობრივი პარტნიორები არიან Impact Hub Tbilisi და თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერი. Garage48 ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება. წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა განხორციელდა და შეიქმნა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი.
(R)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)