|
2017-12-07 19:03:28, 2209 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის გადაწყვეტილების გამო, პალესტინაში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო
იერუსალიმთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, პალესტინაში საყოველთაო გაფიცვა მოჰყვა, - ამის შესახებ Ria იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გაფიცვის გამო ქვეყანა პარალიზებულია. პალესტინის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით დაიხურა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. გარდა ამისა, გაფიცვის ფარგლებში დაიხურა მაღაზიები. ამასთან, პალესტინელებმა, პროტესტის ნიშნად საშობაო ნაძვის ხეები ჩააქრეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. აღნიშნულ ფაქტს მსოფლიოს მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსოფლიო ლიდერების ნაწილმა ტრამპი გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა. მაგალითად, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის შეფასებით, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ანთებული ასანთის ტოლფასია. ამასთან, პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერმა ისმაილ ხანიამ პალესტინელებს ახალი ამბოხისკენ (ინტიფადა) მოუწოდა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)