|
2017-12-07 11:37:59, 2125 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი ზეთისხილის მოსავლის აღების და გადამუშავების საწარმოო პროცესს გაეცნო
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი სიღნაღის რაიონში, სოფელ საქობოში, ზეთისხილის მოსავლის აღების და გადამუშავების საწარმოო პროცესს გაეცნო. სოფელ საქობოში ზეთისხილის ბაღები და გადამამუშავებელი საწარმო ჰოლანდიურ-თურქული ინვესტიციით და „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებით“ შეიქმნა. საწარმოში, რომელშიც 800 ადამიანია დასაქმებული, განხორციელებული ინვესტიციების ჯამური რაოდენობა 5 მილიონი ლარია. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მსგავსი ტიპის საწარმოების არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ადგილობრივების დასაქმების ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველოში ზეთისხილი ახალი კულტურაა და მნიშვნელოვანია, მისი პოპულარიზაცია მოხდეს, რადგან ძალიან მოთხოვნადია პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. საქართველოს მრავალწლიანი კულტურების გაშენების დიდი პოტენციალი გააჩნია. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო პროგრამას „დანერგე მომავალი“ ახორციელებს. ასეთი პროგრამები ხელს უწყობს საქართველოში ახალი მრავალწლიანი კულტურების გაშენებას, მეხილეობის დარგის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კახეთის მხარის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა რეგიონში, მევენახეობის პარალელურად, ზეთისხილის პლანტაციების გაშენების მიმართ ადგილობრივი მეწარმეების დაინტერესებაზე გაამახვილა ყურადღება. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ კახეთში ეს დარგი აქტიურად ვითარდება და დაახლოებით 200 ჰა-ზე ზეთისხილის ბაღებში უკვე მოსავალია. საწარმოს მფლობელის, ბიზნესმენ გიორგი სვანიძის განაცხადებით, ქართული ზეთისხილის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე პოპულარობით სარგებლოს. უახლოეს მომავალში კომპანია პროდუქციის ამერიკაში, ევროპაში, ამიერკავკასიისა და დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტს გეგმავს. ზეთისხილის საწარმოში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებია დანერგილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. საწარმოს წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა ზეთისხილის მარინადის და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის წარმოების შესაძლებლობას ქმნის. ზეთისხილის მოსავლის აღების და გადამუშავების პროცესს, მინისტრთან და მხარის გუბერნატორთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩხეიძე და იური ნოზაძე, ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურა ჩეკურაშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ლევან უჯმაჯურიძე გაეცნენ. (NS)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)