12:05 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 14:54:10, 1830 ნახვა

კომენტარი
გიორგი კაკაურიძე: ბიუროკრატული ხარჯების შემცირების ზუსტი მოცულობა 3 თვის შემდეგ გახდება ცნობილი

ბიუროკრატული ხარჯების შემცირების ზუსტი მოცულობა რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ დაზუსტდება - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ. მისი თქმით,  ეს პროცესი 2018 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.

„უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილებები ასახულია მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში  თანხებიც  და დასაქმებულების რაოდენობაც გადანაწილებულია იმის მიხედვით, თუ რომელი სამინისტრო გაერთიანდა და რომელი ფუნქციებიც სად გადავიდა. აღსანიშნავია, რომ არ შემცირებულა არც  დასაქმებულთა და არც თანხების მოცულობა.  როგორც კი  საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს სტრუქტურულ ცვლილებებს და ახალი ხელმძღვანელები დაიწყებენ მუშაობას,  გამოცხადდება რეორგანიზაცია და ოპტიმიზაციის პროცესი და მხოლოდ ამ პროცესის დასრულების შემდეგ მოხდება ზუსტი დათვლა რა თანხის ეკონომია მოხდა აღნიშნული სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ" - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებებს ექნება არა ერთჯერადი ეკონომიის ეფექტი, არამედ ადმინისტრაციული ხარჯები მომავალ წლებშიც მუდმივად შემცირებული იქნება.

მისი თქმით, ბიუროკრატული ხარჯების შემცირებით მიღებული გამოთავისუფლებული თანხები დაემატება შესაბამისი სამინისტროების იმ პროგრამებს, რომელზედაც დამატებითი მოთხოვნები იყო დაყენებული.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics