|
2017-12-06 12:37:43, 1861 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობას ვერ მიიღებს
ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთი 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მიზეზი, რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის სისტემატიური მოხმარება გახდა. სამხრეთ კორეაში გასამართ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთიდან სპორტსმენებს, რომლებსაც დოპინგის კვალი არ აღმოჩნდათ, ინდივიდუალურად გამოსვლა შეეძლებათ, თუმცა მათ გამარჯვების შემთხვევაში არავინ ჩაურთავს ჰიმნს და არავინ აღმართავს რუსეთის დროშას. თამაშებზე დასწრება აეკრძალათ ასევე იმ ექიმებს, რომლის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი სპორტსმენები შემჩნეული იყვნენ დოპინგის მოხმარებაში. თამაშებს გამოტოვებენ რუსეთის სპორტის სამინისტროს ის ჩინოვნიკები, რომლებიც ჩართული იყვნენ დოპინგ სკანდალში. მსგავსი გადაწყვეტილება პირველია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ისტორიაში და აქამდე შეზღუდვები მხოლოდ ცალკეულ სპორტსმენებზე ვრცელდებოდა. რუსეთს ასევე დაეკისრა ანტიდოპინგური გამოძიების ხარჯების სრული ანაზღაურება, რომელიც $15 მილიონ დოლარს აღემატება. 14 სექტემბერს, 17 ქვეყნის, მათ შორის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და კანადის ანტიდოპინგურმა სააგენტოებმა დოპინგ-სკანდალის გამო 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადიდან რუსეთის ნაკრების მოხსნას მხარი დაუჭირეს. ამ გადაწყვეტილებას კიდევ 12 ქვეყანა მიემხრო. 2016 წლის ზაფხულში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსულ სპორტში დოპინგის არსებობის შესახებ გამოძიება დაიწყო. ანტიდოპინგური წესების დარღევევისთვის დასჯილი რუსი სპორტსმენების რიცხვი ამ დროისთვის 22-ს აღწევს. 9 ნოემბერს რუსეთს სოჭის ოლიმპიადის ორი მედალი ჩამოართვეს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსი მოთხილამურეები ალექსეი პეტუხოვი, მაქსიმ ვილეგჟანინი, ევგენი შაპოვალოვი და იულია ივანოვი დოპინგის რომ მედლებს კიდევ ოთხ რუს სპორტსმენს ჩამოართმევენ.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)