11:09 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 17:55:52, 1795 ნახვა

კომენტარი
საყვარელიძე: სააკაშვილი არის ის პოლიტიკოსი, რომლის დაჭერაც უკრაინაში შეუძლებელია

მიხეილ სააკაშვილი არის ის პოლიტიკოსი, რომლის დაჭერაც არის შეუძლებელი უკრაინაში, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, უახლოეს საათებში რადასთან მიმდინარე მიტინგს უფრო მეტი ხალხი შეუერთდება.

„ჩვენ ვართ ერთადერთი მთავარი და უალტერნატივო მოძრაობა და არა მხოლოდ პარტია, რომელიც აუცილებლად მიაღწევს თავის გამარჯვებას. სააკაშვილი არის ის პოლიტიკოსი, რომლის დაჭერა არის შეუძლებელი უკრაინაში. უკრაინელმა ხალხმა შიშველი ხელებით გამოგლიჯა, ფაქტობრივად, რამდენიმე ათას სპეცრაზმელს დღეს მიშა მანქანიდან. არავინ სისხლისღვრას არ აპირებს, პროვოცირებას ახდენს ყოველთვის ის მხარე, რომელიც ცუდად ამთავრებდა უკრაინაში პოლიტიკური ნიშნით, თავიანთი პოლიტიკური მეტოქეების განადგურების მცდელობის დროს“, - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

მისივე თქმით, გააკეთებენ ყველაფერს, რათა აქციის დროს დაკავებული მხარდამჭერები გაათავისუფლონ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics