|
2017-12-04 20:13:15, 2390 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინელ ინვესტორთა ჯგუფს მსხვილი საინვესტიციო პროექტები გააცნო
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, საქართველოს ჩინეთიდან პოტენციურ ინვესტორთა წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია, რომელთაც საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებისინტერესი გამოხატეს. პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრისას, მათ საკუთარ წინადადებებზე ისაუბრეს და მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს მსხვილი საინვესტიციო პროექტების შესახებ ქვეყნის ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ სექტორებში. „ჩინელ ინვესტორთა ჯგუფმა გამოხატა დიდი ინტერესი, საქართველოში თავისუფალ ინდუსტრიულ და ეკონომიკური ზონაში განახორციელოს ინვესტიცია. საუბარია რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის კაპიტალზე,“ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ჩინელ ინვესტორებს ინდუსტრიული ზონის მშენებლობა აქვთ დაწყებული ომანის სასულთნოში, სადაც ჩინეთის სახელმწიფო ინვესტიციის მოცულობამ 10 მლრდ აშშ დოლარს უნდა მიაღწიოს. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ჩინელ ინვესტორებთან კონკრეტული პროექტების განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება. შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე თორნიკე რიჟვაძე.
(NS)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)