10:19 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 18:08:20, 1892 ნახვა

კომენტარი
ირაკლი სესიაშვილი: სპეცოპერაციის შემდეგ, უფრო მეტი უსაფრთხოების ზომების დამკვიდრება მოგვიწევს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოში ტერორიზმის საფრთხის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები ყოველთვის ხორციელდებოდა, მომავალში კი კიდევ უფრო გაძლიერდება.

როგორც სესიაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, საქართველო მაღალი რისკის მატარებელ ქვეყანას არ მიეკუთვნება, თუმცა ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ, ქვეყანას უსაფრთხოების მეტი  ზომების დამკვიდრება მოუწევს:

„ყველას გვესმის, რომ ამ უხილავ მტერს-ტერორიზმს  საზღვრები არ აქვს.  ამიტომ ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, ყოველთვის უნდა ვატარებდეთ შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს. მუდმივად ხორციელდება მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობა, პრევენციული ღონისძიებების გატარება. არ ვართ მაღალი რისკის მატარებელი ქვეყანა და სხვადასხვა ანგარიშებში ეს აღნიშნულია კიდეც, თუმცა ბოლო ფაქტის შემდეგ, ჩვენ მოგვიწევს ცოტა უფრო მეტი უსაფრთხოების ზომების დამკვიდრება“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.

როგორც სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ორი პირის ლიკვიდირება განხორციელდა, ხოლო ჩატაევმა   თავი აიფეთქა.  ლიკვიდირებულების ვინაობა და სხვა დანაშაულებრივ პირებთან შესაძლო კავშირი, დგინდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics