02:04 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 17:12:57, 2454 ნახვა

მსოფლიო
არგენტინაში ლიონელ მესის ძმა დააკავეს

არგენტინაში ცნობილი ფეხბურთელის ლიონელ მესის ძმა, მატიას მესი დააკავეს, - ამის შესახებ The Sun იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მესის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცველებმა მის კუთვნილ ნავში სისხლის კვალი და ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს.

მედიის ცნობით, ლეო მესის ძმამ პოლიციას თავად დაურეკა. მისი თქმით, მან ნავი დაამტვრია, ხოლო სისხლის კვალი სახის არეში მიღებული ჭრილობების გამო დარჩა.

ცნობისთვის, მატიას მესი 2016 წელსაც დააკავეს. მაშინ პოლიციამ მის კუთვნილ ავტომობილში პისტოლეტი აღმოაჩინა. მას ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან პრობლემები აქვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics