|
2017-11-30 15:34:39, 1904 ნახვა
სამართალი
„ეს არ არის პროცესი, ეს არის კომედია“ - აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი დასრულდა
აზერბაიჯანში, ბელაქანის ოლქში თბილისიდან გატაცებული ჟურალისტის აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი დასრულდა. აფგან მუხთარლის ადვოკატმა ნიმათ კარიმლიმ სასამართლო პროცესზე 9 შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა, რომელიც ბრალდებულის ადვოკატის გვერდით ჯდომას ეხებოდა. რაც შეეხება დანარჩენ 8 შუამდგომლობას, მაგალითად საზღვარზე არსებული ვიდეომასალის საქმისთვის დართვა და ექსპერტიზის ჩატარება მტკიცებულების სახით ამოღებულ ფულზე, მოსამართლემ არც-ერთი არ დააკმაყოფილა. 2-საათიანი პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტი ისევ საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ, მუხთარლიმ განაცხადა, „ეს არ არის პროცესი, ეს არის კომედია“. სასამართლო პროცესს სამოქალაქო აქტივისტები და აფგან მუხთარლის მეგობრები ესწრებოდნენ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)